დაჯავშნა: ( + 995 32 ) 2 31 70 60
ნუცუბიდძის პლატო 4 მიკრ.მხატვრების დასახლება N 12

 

სასტუმროს შესახებ


სასტუმრო „მყუდრო“ გთავაზობთ 3 ტიპის ნომრებს, რომელიც დაყოფილია მწეველთა და არა-მწეველთათვის: ლუქსი, ორ-ადგილიანი და სტანდარტული. ოთახები კომფორტულია, სუფთა, დაცული და თითოეული მათგანი კეთილმოწყობილია ყველა საჭირო თანამედროვე საშუალებით. ყველა ნომერს გააჩნია კომფორტული საწოლები (2-ადგილიანი ან ცალ-ცალკე ლოგინები), კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა, სატელიტური ანტენა, სველი წერტილი (საშხაპე და ტუალეტი) ცხელი და ცივი წყლით, თეთრეული, პირსახოცი, ერთჯდერადი ჩუსტები, თმის ფენი. ხორციელდება უკაბელო მაღალ-სიჩქარიანი უფასო ინტერნეტ წვდომა. ნომრის სერვისში შედის ყოველდღიური უფასო დასუფთავება.

დამსვენებლებს აქვთ შესაძლებლობა „იგრძნონ თავი როგორც საკუთარ სახლში“. მათ განკარგულებაშია შენობის პირველ სართულზე მოთავსებული სამზარეულო, სადაც შეუძლიათ მოამზადონ მსუბუქი კერძები და გამოიყენონ შემდეგი აქსესუარები: ღუმელი, ჩაიდანი, მაცივარი და ყველა საჭირო ჭურჭელი.

სასტუმრო „მყუდრო“-ში ფუნქციონირებს უფასო დაცული და დახურული საპარკინგე ტერიტორია (გარაჟი 8 მანქანის ტევადობით), რომლის შესასვლელიც პირდაპი ქუჩიდან მდებარეობს.

„მყუდრო“ უზრუნველყოფს ვიზიტორებს მისი სერვის-ავტომობილით გადაადგილებას ქალაქის ცენტრში მაქსიმუმ 15 წუთში. ტაქსი მოემსახურება სტუმრებს 5-7 ღირებულების ფარგლებში. ავტობუსის გაჩერება

დამატებითი ინფორმაცია

ცხოველები არ დაიშვებიან.

ტრანსფერი აეროპორტიდან წინასწარი გაფრთხილებით.

ასევე შესაძლებელია საბავშვო საწოლის დამატება მოთხოვნის შემთხვევაში.

კვება არ შედის საფასურში.


site stats